Tsinandali Festival 2020: Martha Algerich, Lisa Batiashvili, Nelson Goerner

დღეიდან თავად ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში წინანდლის საერთაშორისო ფესტივალის სახით 4-დღიანი მუსიკალური თავგადასავალი იწყება. 17-დან 20 სექტემბრამდე წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრია, სადაც კლასიკური მუსიკის კონცერტებს გამართავენ მსოფლიო ვარსკვლავები: მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი.

ფესტივალის პირდაპირი ტრანსლაცია Medici-ს, Euronews Georgia-ს და Silk Universal-ის არხებზე იგეგმება და ამ ფორმით ყველა შეძლებს საფესტივალო კონცერტების მოსმენას.

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალის ფორმატი განსხვავებულია, – შემცირებულია მისი ხანგრძლივობა და მონაწილეთა რიცხვი, არ შეიკრიბა წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბებული პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (Pan Caucasian Youth Orchestra, PCYO)  და ასევე შეზღუდულია კონცერტებზე დასწრების მსურველთა რაოდენობაც.

 

Credit: AT