Tsinandali Festival 2020: Martha Algerich, Lisa Batiashvili, Nelson Goerner

დღეიდან თავად ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში წინანდლის საერთაშორისო ფესტივალის სახით 4-დღიანი მუსიკალური თავგადასავალი იწყება. 17-დან 20 სექტემბრამდე წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრია, სადაც კლასიკური მუსიკის კონცერტებს გამართავენ მსოფლიო ვარსკვლავები: მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი. 

ფესტივალის პირდაპირი ტრანსლაცია Medici-ს, Euronews Georgia-ს და Silk Universal-ის არხებზე იგეგმება და ამ ფორმით ყველა შეძლებს საფესტივალო კონცერტების მოსმენას. წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური დირექტორია ცნობილი დირიჟორი, მსოფლიო მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა.

 

Credit: Hello Blog