The second Tsinandali Classical Music Festival is over

წინანდლის მამულში 4 დღის განმავლობაში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი ჩატარდა.  2020 წელს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წელს ფესტივალის ფორმატი განსხვავებული იყო.  შემცირებული იყო როგორც ფესტივალის ხანგრძლივობა, ასევე ფესტივალის მონაწილეთა და დარბაზში დამსწრეთა რიცხვი. ფესტივალის სტუმრების და მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა  ორგანიზატორების მთავარ პრიორიტეტად იქცა.

წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი ავი შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.  ფესტივალის გენერალური დირექტორია – დავით საყვარელიძე.

Credit: Commersant