მაესტრო ზუბინ მეტა თბილისშია

Credit: Interpressnews

სილქ როუდ ჯგუფი ლეგენდარულ დირიჟორს, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელს ზუბინ მეტას მასპინძლობს.

14 სექტემბერს წინანდლის ახალი 1000 ადგილიანი ამფითეატრი უმასპინძლებს ხატია ბუნიათიშვილის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტს ზუბინ მეტას დირიჟორობით. სწორედ ამ კონცერტით იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან გაიმართება წინანდლის მამულში.

50 წლის განმვალობაში ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა 3000-ზე მეტი წარმოდგენა გამართა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. საქართველოს მაესტრო პირველად ეწვია.