ცნობილი იტალიელი დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია

შვეიცარიის ალპების საკურორტო ქალაქ ვერბიეში მოეწყო წინანდლის კლასიკური მუსიკისსაერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაცია, სადაცგაცხადდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოსედა, წინანდლის ფესტივალის მუსიკალურიდირექტორი იქნება. აქვე, ვერბიეში, ხელი მოეწერაშესაბამის ხელშეკრულებასმაესტრო ნოსედას და წინანდლის ფესტივალის დამაარსებლებს შორის.

2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის ფესტივალი, ახალაზრდული ორკესტრი (რომელიც წელიწადშიერთხელშეიკრიბება) და ფესტივალის ფარგლებში  დაარსებული მუსიკალური აკადემია წინანდლის ისტორიულ მამულებში დაიდებს ბინას.

იტალიელი ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობისერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დირიჟორი, 2016 წლიდან არის აშშ ს ნაციონალური სიმფონიურიორკესტრის მუსიკალური დირექტორი, ასევე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, მუსიკალურ წრეებშიკარგად ცნობილი კატალონიის კამერული ორკესტრის, კადეკესის ორკესტრის (Oრქუესტრა დე ჩადაქუéს), მთავარი დირიჟორი დაიტალიურისტრესას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2007-2018 წლებში ნოზედა იყო ტურინის სამეფო თეატრის მუსიკალური დირექტორი. 2021 წლიდან ჯანანდრეა ნოზედა დაიკავებს ასევე ციურიხის ოპერის მუსიკალური დირექტორის პოსტს.

ჯიანანდრიანო ნოზედა – “ჩემს არჩევანში ყოველთვის ვხელმძღვანელობდი იმ რწმენით, რომ მუსიკას ნამდვილად ძალუძს გააერთიანოსსრულიად განსხვავებული წარმომავლობის, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსის ანსოციალურისტატუსის ადამიანები. ამიტომაც,დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდი, როდესაც  წინანდლის ფესტივალისმუსიკალურდირექტორად მიმიწვიეს, იმ იმედით, რომ შევძლოთ კავკასიის რეგიონში ნიჭიერი მუსიკოსების ახალითაობის გაზრდა კავკასიისახალგაზრდული ორკესტრის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ რომ, ახალაზრდების ერთგულება, ჩართულობა და საერთოფასეულობების გაზიარება დაეხმარება მათ მაღალი შემოქმედებითი ხარისხის დახელოვნებისსათანადო დონის მიღწევაში და შეგვაძლებინებს – ყველას ერთად – წვლილი შევიტანოთ ურთიერთ პატივისცემაზე, ტოლერანტობაზე და ჰუმანურობაზე დაფუძნებული უკეთესისაზოგადოების განვითარებაში.

წინანდლის ფესტივალი დაარსდა საქართველოსმთავრობის და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“წარმატებულითანამშრომლობის შედეგად. ფესტივალის დამაარსებლები არიან: მარტინენგსტროემი, ვერბიეს ფესტივალისდამუძნებელი, ავი შოშანი, ისრაელის ფილარმონიულიორკესტრის გენერალური დირექტორი და სილქროუდ ჯგუფისდამფუძნებლები გიორგირამიშვილი, ალექსი თოფურია და დევიდბორგერი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

“ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი რეგიონში ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებისნათელი და მშვიდობიანიმომავლისუზრუნველსაყოფად. პირველივე დღიდან, როდესაც კომპანია “სილქ როუდ ჯგუფმა” წინანდლის პროექტი წამოიწყო, ჩვენი ხედვა იყო საქართველოში წარმატებული და მდგრადიკულტურული და საგანმანათლებლოცენტრისჩამოყალიბება. ჩვენი პარტნიორიც, ერკინ ტატიშევიც იმთავითვე ამ ფასეულობების გაზიარებით შემოუერთდა პროექტს. არ შეიძლებამუსიკის ენის მნიშვნელობა სათანადოდ არ შეაფასო, რადგან მუსიკა მშვიდობის, კეთილდღეობისდა კავკასიის ხალხთა შორისკულტურული და ეკონომიკური კავშირებისგანმტკიცების ყველაზე ძლიერი ელჩია –  გიორგირამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი.

ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე:

” მოხარულები ვართ, რომ წინანდალში დაფუძნდა ახალი კლასიკური მუსიკის ფესტივალი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დამკვიდრებას მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი საინტერესო ადგილი კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის, რაც რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ცნობადობას გაზრდის და დამატებითი სტიმული იქნება ტურისტების მოსაზიდად”.

წინანდლის მამულები 1690 წლიდან ჭავჭავაძეებისოჯახის საკუთრება იყო. ისტორიული კომპლექსისრეაბილიტაცია„სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო. წინანდლის პროექტის პროგრამისმიზანია წინანდლის მამულებისაერთაშორისომნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულდა ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს.

შემოდგომაზე წინანდლის მამულებს შეემატებაახალი უმაღლესი კლასის სასტუმრო „რადისონქოლექშნ წინანდალი“ დაკიდევ ერთი, ამჯერადდახურული, საკონცერტო დარბაზი. პროექტისშემდეგი ეტაპი იქნება სასტუმროსმიმდებარეტერიტორიაზე კერძო ვილების მშენებლობა. განახლებულ წინანდლის კომპლექსში ნატიფად და ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ძველი დათანამედროვე არქიტექტურული სტილები, რაც განთქმული გერმანელისამრეწველო დიზაინერისინგო მაურერის და ცნობილი ქართველიდიზაინერის თამარ კვესიტაძის დამსახურებაა.ესყველაფერი, 1000 და 500-ადგილიან საკონცერტო დარბაზებთან, უახლესი ტექნოლოგიის ღვინისქარხანასთან, განახლებულ ვენახებთან დარეაბილიტირებულ ისტორიულ კომპლექსთანერთად წინანდალში უნიკალურ, ჰარმონიულგარემოს შექმნის როგორც ქართველი, ასევეუცხოელი სტუმრებისთვის.