წინანდლის ფესტივალმა მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები მოიზიდა

წი­ნან­დლის ის­ტო­რი­ულ მა­მულ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი გუს­ტავ მა­ლე­რის მე­ო­რე სიმ­ფო­ნი­ით გა­იხ­სნა. მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­სდგნენ მეცო სოპ­რა­ნო ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძე და სოპ­რა­ნო ინგ ფან­გი. თბი­ლი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის პრო­ფე­სი­ულ სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის გუნდს, პან-კავ­კა­სი­ურ ახალ­გაზ­გარ­დულ ორ­კესტრთან ერ­თად მა­ესტრო ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­და დი­რი­ჟო­რობ­და. კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზან­ზე, იდე­ა­ზე და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რეს.

„მე და მარ­ტინ ენგსტრო­ემ­მა ვერ­ბი­ეს ფეს­ტი­ვა­ლი 26 წლის წინ და­ვა­არ­სეთ. სამი წლის წინ სწო­რედ ვერ­ბი­ე­ში გაგ­ვიმ­ხი­ლა გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­მა წი­ნან­დალ­ში ფეს­ტი­ვა­ლის და­არ­სე­ბის სურ­ვი­ლი. ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო არა მარ­ტო მსოფ­ლი­ო­ში გან­თქმუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კერა, არა­მედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სე­ბის­თვის… დღეს ეს ფორ­მა­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და სწო­რედ ისე, რო­გორც იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. რო­დე­საც აქ პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დი და ვნა­ხე, თუ რა სა­ო­ცა­რი ად­გი­ლია, მა­შინ­ვე და­ვუ­კავ­შირ­დი ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­დას, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ დი­რი­ჟორ­სა და მა­ესტროს, რო­მელ­თა­ნაც 20 წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს და შევ­თა­ვა­ზე, რომ ჩარ­თუ­ლი­ყო ამ პრო­ექ­ტში. ჩვენ ყვე­ლა­ნი მად­ლი­ე­რე­ბი ვართ მისი, რომ მან ეს შე­თა­ვა­ზე­ბა ყო­ველ­გვა­რი ფიქ­რის გა­რე­შე მი­ი­ღო და დღეს ჩვენ­თან ერ­თა­დაა. ჩვენ და­ვი­სა­ხეთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რო­მე­ლიც უნდა შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა და ჩვენ ეს შე­ვას­რუ­ლეთ კი­დეც. მჯე­რა, რომ ადა­მი­ა­ნებს შთა­გო­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჰარ­მო­ნი­ის ერ­თობ­ლი­ო­ბას მი­ვა­ნი­ჭებთ მუ­სი­კის მეშ­ვე­ო­ბით.“ – ავი შო­შა­ნი – ფეს­ტი­ვა­ლის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ის­რა­ე­ლის ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ორ­კესტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვალს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი სო­ლის­ტე­ბი და დი­რი­ჟო­რე­ბი ეწ­ვივ­ნენ. ფეს­ტი­ვა­ლი ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სებს, კავ­კა­სი­ი­დან და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან, აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­იღ­რმა­ვონ მუ­სი­კა­ლუ­რი ცოდ­ნა, და­ეს­წრონ პრო­ფე­სი­ულ სე­მი­ნა­რებ­სა და მას­ტერკლა­სებს.

გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი- წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი : „წი­ნან­და­ლი ყო­ველ­თვის იყო კულ­ტუ­რის და გა­ნათ­ლე­ბის კერა. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მის ის­ტო­რი­ას. ჩვე­ნი ოც­ნე­ბა ყო­ველ­თვის იყო წი­ნან­და­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რის და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრად გვექ­ცია. მე ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ წი­ნან­დლი­დან დღეს მშვი­დო­ბის გზავ­ნილს ვუგ­ზავ­ნით რე­გი­ონს, რად­გა­ნაც მუ­სი­კა­ლუ­რი აკა­დე­მია და პან­კავ­კა­სი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­კესტრი ეს არის უნი­კა­ლუ­რი შან­სი, უნი­კა­ლუ­რი მა­გა­ლი­თი, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია გა­ვუ­ზი­ა­როთ ეს ლა­მა­ზი და პო­ზი­ტი­უ­რი გზავ­ნი­ლი მსოფ­ლი­ოს და რე­გი­ონს, რო­მე­ლიც, რო­გორც ყვე­ლამ ვი­ცით, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ეს ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბი და მა­ესტრო ნო­ზე­და მო­ახ­დე­ნენ სას­წა­ულს. ამ ახალ­გაზ­რდებს მი­ე­ცათ სა­ო­ცა­რი შან­სი მე­გობ­რო­ბი­სა და ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი ოც­ნე­ბა მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.“

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში პან-კავ­კა­სი­უ­რი (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­კესტრი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მე­ლიც 6 ქვე­ყა­ნა­ში შერ­ჩე­უ­ლი ახალ­გზარ­და, ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სე­ბის­გან და­კომ­პლექტდა.

15 დღი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლის დროს წი­ნან­დალ­ში 40 მდე სა­ორ­კესტრო, კა­მე­რუ­ლი და სოლო კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­დე­ბა. წი­ნან­დლის მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის წარმდგე­ნი კომ­პა­ნია „სილ­ქნე­ტია“.