წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი მსოფლიოში განთქმული დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა იქნება

Credit: PIA

შვეიცარიაში, ვერბიეში  წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პრეზენტაცია მოეწყო, სადაც გაცხადდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი იქნება.

საკურორტო ქალაქ ვერბიეში, ხელი მოეწერა შესაბამის ხელშეკრულებას მაესტრო ნოზედას და წინანდლის ფესტივალის დამაარსებლებს შორის.

2019 წლის სექტემბრიდან წინანდლის ფესტივალი, ახალაზრდული ორკესტრი (რომელიც წელიწადში ერთხელ შეიკრიბება) და ფესტივალის ფარგლებში  დაარსებული მუსიკალური აკადემია წინანდლის ისტორიულ მამულებში დაიდებს ბინას.
-“ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი რეგიონში ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების ნათელი და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად. პირველივე დღიდან, როდესაც კომპანია “სილქ როუდ ჯგუფმა” წინანდლის პროექტი წამოიწყო, ჩვენი ხედვა იყო საქართველოში წარმატებული და მდგრადი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება. ჩვენი პარტნიორიც, ერკინ ტატიშევი იმთავითვე ამ ფასეულობების გაზიარებით შემოუერთდა პროექტს. არ შეიძლება მუსიკის ენის მნიშვნელობა სათანადოდ არ შეაფასო, რადგან მუსიკა მშვიდობის, კეთილდღეობის და კავკასიის ხალხთა შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ყველაზე ძლიერი ელჩია –  გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი.

იტალიელი ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დირიჟორი, 2016 წლიდან არის აშშ-ს ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი, ასევე ლონდონის სიმფონიური ორკესტრის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, მუსიკალურ წრეებში კარგად ცნობილი კატალონიის კამერული ორკესტრის, კადეკესის ორკესტრის (Orquestra de Cadaqués), მთავარი დირიჟორი და იტალიური სტრესას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2007-2018 წლებში ნოზედა იყო ტურინის სამეფო თეატრის მუსიკალური დირექტორი. 2021 წლიდან ჯანანდრეა ნოზედა დაიკავებს ასევე ციურიხის ოპერის მუსიკალური დირექტორის პოსტს.

ჯიანანდრიანო ნოზედა – “ჩემს არჩევანში ყოველთვის ვხელმძღვანელობდი იმ რწმენით, რომმუსიკას ნამდვილად ძალუძს გააერთიანოს სრულიად განსხვავებული წარმომავლობის, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსის ან სოციალური სტატუსის ადამიანები. ამიტომაც,დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდი, როდესაც  წინანდლის ფესტივალის მუსიკალურდირექტორად  მიმიწვიეს, იმ იმედით, რომ შევძლოთ კავკასიის რეგიონში ნიჭიერი მუსიკოსების ახალი თაობის გაზრდა კავკასიის ახალგაზრდული ორკესტრის შესაქმნელად.

დარწმუნებული ვარ რომ, ახალაზრდების ერთგულება, ჩართულობა და საერთოფასეულობების გაზიარება დაეხმარება მათ მაღალი შემოქმედებითი ხარისხის და ხელოვნებისსათანადო დონის მიღწევაში და შეგვაძლებინებს – ყველას ერთად – წვლილი შევიტანოთ ურთიერთ პატივისცემაზე, ტოლერანტობაზე და ჰუმანურობაზე დაფუძნებული უკეთესისაზოგადოების განვითარებაში.

წინანდლის ფესტივალი დაარსდა საქართველოს მთავრობის და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად. ფესტივალის დამაარსებლები არიან: მარტინ ენგსტროემი, ვერბიეს ფესტივალის დამუძნებელი, ავი შოშანი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის გენერალური დირექტორი და სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებლები გიორგი რამიშვილი, ალექსი თოფურია და დევიდ ბორგერი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

“მე და მარტინ ენგსტრომი, მზად ვართ ჩვენს მიერ მუსიკალურ სამყაროში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება  გავუზიაროთ წინანდალის ფესტივალს და მხარი დავუჭიროთ მის შორსმჭვრეტელ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს, რომელმაც წლები და საკმაო თანხები მოახმარა ახალგაზრდა თაობისთვის უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით წინანდლის ისტორიული კომპლექსის აღდგენა-განვითარებას, რათა ის გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის მშვიდობის, განათლების და კულტურის ცენტრი. აქ კავკასიის ახალგაზრდული ორკესტრი დაიდებს ბინას და მუსიკის ენა იქნება წინანდლის ყველა სტუმრისთვის ჰუმანურობის და კაცთმოყვარეობის მაცოცხლებელი იდეა.

მინდა აქვე მოკრძალებით აღვნიშნო, რომ თავისი 25-წლიანი არსებობის მანძილზე ვერბიეს ფესტივალმა შეიტანა მნიშვნელოვანი წილი კლასიკური მუსიკის ინდუსტრიის განვითარებაში, გახდა რა ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისთვის კლასიკური მუსიკის  ვარსკვლავებთან პირდაპირი ურთიერთობის ხელმისაწვდომი პლატფორმა. აქ ახალგაზრდები სწავლობენ ვარსკვლავებისგან და გამოჩენილ მუსიკოსებს კი ეძლევათ საშუალება თავისი გამოცდილება უშუალოდ გაუზიარონ ახალგაზრდებს.

მე მზად ვარ გავუწიო ყველანაირი დახმარება წინანდლის ფონდს და სუპერვარსკვლავ დრიჟორს, მაესტრო ნოზედას, რომ წინანდლის ფესტივალი და კავკასიის ახალგაზრდული ორკესტრი გახდნენ ულამაზესი კავკასიის მშვიდობის და კეთილდღეობის სიმბოლო.“ – ავი შოშანი.

წინანდლის მამულები 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო. წინანდლის პროექტის პროგრამის მიზანია წინანდლის მამულები საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს.

შემოდგომაზე წინანდლის მამულებს შეემატება ახალი უმაღლესი კლასის სასტუმრო „რადისონ ქოლექშნ წინანდალი“ და კიდევ ერთი, ამჯერად დახურული, საკონცერტო დარბაზი. პროექტის შემდეგი ეტაპი იქნება სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო ვილების მშენებლობა. განახლებულ წინანდლის კომპლექსში ნატიფად და ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილები, რაც განთქმული გერმანელი სამრეწველო დიზაინერის ინგო მაურერის და ცნობილი ქართველი დიზაინერის თამარ კვესიტაძის დამსახურებაა. ეს ყველაფერი, 1000 და 500-ადგილიან საკონცერტო დარბაზებთან, უახლესი ტექნოლოგიის ღვინის ქარხანასთან, განახლებულ ვენახებთან და რეაბილიტირებულ ისტორიულ კომპლექსთან ერთად წინანდალში უნიკალურ, ჰარმონიულ გარემოს შექმნის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის.